,,ქართული ოცნების“ რიგით VIII ყრილობაზე, რომელიც სასტუმრო ,,პარაგრაფ თბილისში“ იმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს.
დღევანდელ ყრილობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად დასახელდება, თუმცა, პარტიის ახალმა თავმჯდომარემ უკვე განაცხადა, რომ მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურად ირაკლი კობახიძე დასახელდება.