გერმანიაში გაფიცვების მორიგი ტალღა დაიწყო, ავტოტრანსპორტის კომპანიების შემდეგ, გერმანიის არაერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ.
აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
როგორც გერმანული მედია იუწყება, მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული გაფიცვის გამო 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა.
სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციებს მართავენ ბელგიის, ავსტრიის და საფრანგეთის პროფკავშირებიც.