სახელმწიფო პროგრამა - „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, მრავალწლიანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული ფერმერების რეგისტრაცია და განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის - 50%. ასევე, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით 10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
„პროგრამა მიზნად ისახავს იმპორტული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას, სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას.
დაინტერესებულ პირებს, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ ქართულ ენაზე, ელექტრონულად ვებგვერდზე: my. rda. gov. ge“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, „დანერგე მომავალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულია პროგრამაა, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.