ევროკავშირის გორის ოფისის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში სარვამარტოდ ღონისძიება გაიმართება.
საკითხზე სასაუბროდ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი ევროკავშირის გორის რეგიონალური ოფისის უფროსს ჯესიკა როტმანს და მის მოადგილეს მარტინ კურას შეხვდნენ.
„დიალოგის მთავარი მიზანი ქალთა საერთაშორისო დღეს დაგეგმილი ღონისძიების დეტალების განხილვა იყო, რომელიც მიზნად ისახავს გამოფენა-ბაზრობის მოწყობას და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ქალების მონაწილეობის ხელშეწყობას.
8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება ევროკავშირის გორის ოფისის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით გაიმართება. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მდგომარეობასა და იქ მიმდინარე პროექტებზე“, - აცხადებენ მერიაში.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტში აქტიური და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.