თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას 23 წლამდელთა შორის გორი უმასპინძლებს.
შეჯიბრი 26-28 თებერვალს ჩატარდება და მასში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები იასპარეზებენ.
მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, სიგელები და მედლები გადაეცემათ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრის მიზანს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, გაფართოება და ქვეყნის ნაკრები გუნდის შეკრება - დაკომპლექტება წარმოადგენს.
სპორტული აქტივობა გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს