2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: მშენებლობამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, ინფორმაცია და კომუნიკაციამ.
კლების ტენდენცია კი ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში დაფიქსირდა.