საზოგადოება
31.01.2024 12:10
3 თებერვლიდან გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოდან, 3 თებერვლიდან, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი.

სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა და თოვლჭყაპი ექვსი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის დეტალურ პროგნოზს, 1-ელ და 2 თებერვალს გორში მზიანი ამინდი და დღისით +5, ღამის საათებში კი 6 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.

3-დან 8 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი წვიმის, თოვლის და თოვლჭყაპის სახით. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დღისით მოსალოდნელია 2-დან 4 გრადუსამდე სითბო, ღამის საათებში კი 2-3 გრადუსი ყინვა.

კვირის ამბები