გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენსა და ქვემო ახალსოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადეგენლებმა დაათვალიერეს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარემ კობა ბერიანიძემ, მოადგილეებთან ნანი ოქროპირიძესთან და გიგა გელაშვილთან, მერის წარმომადგენელთან დავით ცერცვაძესთან ერთად, ადგილზე მოინახულეს პროექტების მიმდინარეობა და მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
„ახალშენში დასრულების პროცესშია მოსაცდელის მშენებლობა, ხოლო ქვემო ახალსოფელში სოფლის ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა გიგა გელაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება