სპორტი
30.01.2024 16:07
საქართველოს ჩემპიონატზე სამბოში გორელმა სპორტსმენმა ომარ საურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბრინჯაოს მედლით დაასრულა გორელმა სპორტსმენმა ომარ საურმა (+98 კგ.) საქართველოს ჩემპიონატი სამბოში.

ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებიც პირველობისთვის ერთმანეთს შვიდ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩემპიონატზე შიდა ქართლში მცხოვრებმა სპორტსმენებმა ორი - ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონატის გამარჯვებულები მიშიკო ნოზაძე (88 კგ. ხაშური) და გიორგი ჩაგელიშვილი (+98 კგ. ქარელი) გახდნენ.

ბრინჯაოს მედალს კი დიმიტრი მულაძე (58 კგ. ხაშური), ლაშა ჩადუნელი (64 კგ. ხაშური), გიორგი ლურსმანაშვილი (71 კგ. ქარელი) და ომარ საური (+98 კგ. გორი) დაესაკუთრნენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს დიპლომები და მედლები გადაეცათ.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატს სამბოში ზესტაფონმა უმასპინძლა.

კვირის ამბები