საზოგადოება
28.02.2020 14:59
ქვახვრელის საბავშვო ბაღში თანამედროვე გათბობის სისტემა ამუშავდა

„ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთანავე საბავშვო ბაღში ამუშავდა ახლადმოწყობილი გათბობის სისტემა. დღემდე, პატარები შეშის ღუმელებით თბებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს, ახალი სასწავლო წელი სააღმზრდელო დაწესებულებამ ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო. სოფელში საბავშვო ბაღი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელიც გაზიფიცირდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გარდა, ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც. სოფლის გაზიფიცირების პროცესი, რომელიც მალე დასრულდება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - აღნიშნული განცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ქვახვრელის საბავშვო ბაღში სტუმრობისას გააკეთა.

ქვახვრელის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სტუმრობდნენ. თვითმმართველობის წევრებმა შენობა დაათვალიერეს და პერსონალსაც გაესაუბრნენ.

ქვახვრელის საბავშვო ბაღი ბუნებრივი აირით სულ რამდენიმე დღეა სარგებლობს. საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 43 085 ლარი გამოიყო.

ამ დროისთვის ქვახვრელის საბავშვო ბაღში 3 ჯგუფი ფუნქციონირებს და 81 აღსაზრდელი ირიცხება.

კვირის ამბები