მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 5 თებერვალს 12:00 საათზე დაიწყება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება მიიღონ.
„მეცხოველე ფერმერებისთვის, იქმნება ბიზნესის გაფართოების და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია.
პროგრამის მიზნობრიობები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: რძის პირველადი წარმოება; ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება; ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით); რძის შემგროვებელი პუნქტი; რძის გადამამუშავებელი საწარმო და რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.