საზოგადოება
29.01.2024 11:22
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 100 წლის იუბილარი ოთარ ტლაშაძე გორის მერიამ 1000 ლარით დაასაჩუქრა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ ოთარ ტლაშაძემ, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის მერიისგან საჩუქრად 1000 ლარი მიიღო.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, 100 წლის ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ოთარ ტლაშაძეს მიმდინარე წლის განმავლობაში 1000 ლარი დამატებით გადაეცემა.

„აღნიშნული დახმარებებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე სარგებლობს.

გორის მერიისგან 1000 ლარი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს წელიწადში ერთხელ გადაეცემა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

 

 

კვირის ამბები