დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
„როცა ახალი კორონა ვირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველი შემთხვევა დავადასტურე, ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა გითხრათ, რომ გვიან ღამით კორონავირუსული ინფექციის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაავდებული გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იმოგზაურა იტალიაში. ამ დროისთვის, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.