ისტორიკოსმა, მწერალმა და პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა და ახალი წიგნების პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე უძღვებოდა, რომელმაც ავტორის ლიტერატურული მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
თანამედროვე ავტორის შემოქმედების ირგვლივ, ასევე, ისაუბრეს პროფესორებმა - კახა კვაშილავამ, ოთარ ჯანელიძემ, მარინა ცერცვაძემ და პოეტმა ჯემალ ინჯიამ.
რაც შეეხება საჯარო ლექციის თემას, „ოკუპირებული ქსნის ხეობა და წმინდა მიწა“ გიორგი სოსიაშვილმა ახალი მონოგრაფიიდან - „შიდა ქართლის ისტორიის უცნობი ფურცლები“ - წარუდგინა საზოგადოებას.
შეხვედრაზე განიხილეს ავტორის ახალი პროზაული კრებული - „შეპყრობილიც“.
ღონისძიებას ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა და პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ახალგაზრდები ესწრებოდნენ.