გორის მეთორმეტე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა წურწუმია CinéDOC-სკოლის მიერ ჩატარებული კინოკლუბების კონკურსის გამარჯვებულია.
სკოლის ადმინისტაციის ცნობით, პედაგოგი შვედეთში გაემგზავრება და მალმოში დაგეგმილ ინდუსტრიულ ღონისძიებებში BUFF - ბავშვებისა და მოზარდების ფილმების ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.