გორის საფეხბურთო გუნდ „გორი“-ს მთავარ მწვრთნელად ილია მღებრიშვილი დაინიშნა, - ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
რაც შეეხება ახლადდანიშნულ მწვრთნელს, ილია მღებრიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა.
„ჩემთვის ამ პოზიციაზე მუშაობა ახალი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. გორის „გორი“ ჩემთვის მეორე ოჯახია. საფეხბურთო კარიერა აქ დავასრულე და სამწვრთნელო კარიერაც გორში დავიწყე. კლუბთან ერთად, არაერთი რთული წელიწადი გამოგვივლია. დღეს, საბედნიეროდ, გუნდი სხვა გამოწვევების წინაშეა. კლუბის ხელმძღვანელობას ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს და სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდეს. იმედი მაქვს, ამ საქმეში მოკრძალებულ წვლილს ჩემი საქმიანობითაც შევიტან“, - აღნიშნა ილია მღებრიშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება