საზოგადოება
04.10.2019 17:12
ძიძების სერტიფიცირება იწყება

ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება - ბავშვთა უფლებების კოდექსში შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს. შესაბამის ცვლილებაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშავა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ძიძების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და მის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენცია წარმოადგენს.

კანონი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. რაც შეეხება სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვადა 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს. ამ დროისთვის, ცნობილია ის, რომ სერტიფიცირება ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო, პედიატრიულ სწავლებას და რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს.

კვირის ამბები