გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია და მობილობა იწყება.
როგორც „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაციის პროცესი 5-დან 9 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება. აღსაზრდელთა მშობლებმა/მეურვეებმა შესაბამისი განაცხადით სააგენტოს (სტალინის 16) უნდა მიმართონ.
საბავშვო ბაღში ჩარიცხვა იმ აღსაზრდელებს შეეძლებათ, ვისაც 2 წელი უკვე შეუსრულდა. რაც შეეხება მობილობას, სასურველ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას აღსაზრდელები თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ.