საზოგადოება
25.01.2024 11:30
„ოკუპირებული ქსნის ხეობა და წმინდა მიწა“ - გიორგი სოსიაშვილი დღეს საჯარო ლექციას წაიკითხავს, გაიმართება წიგნების პრეზენტაციაც
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში (ფარნავაზის ქ. №1) ისტორიკოსი, მწერალი და პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს. გაიმართება, ასევე, წიგნების - „შეპყრობილი“ და „შიდა ქართლის ისტორიის უცნობი ფურცლები“ პრეზენტაცია, რომელთა ავტორიც თავად გიორგი სოსიაშვილია.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა პროექტის „ლიტერატურული - რუკა“ ფარგლებში ჩატარდება და ლექციის თემაა: „ოკუპირებული ქსნის ხეობა და წმინდა მიწა“.

ღონისძიება დღეს, 25 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები