საზოგადოება
25.01.2024 11:25
გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

2024 წელს გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ახალი სააღმზრდელო დაწესებულება პატარებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, შავშვებში, ფლავში და ზერტში მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის და ტირძნისის საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რაც შეეხება სკოლებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეთერთმეტე საჯარო სკოლის მშენებლობა. 2024 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლასაც.

კვირის ამბები