გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება. პოლონური ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს ერასმუსის 10-დღიან აქტივობაში ჩართვას სთავაზობს.
როგორც გორის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა ინტეგრაციას და გუნდური მუშაობას, კულტურული საღამოების მოწყობას, UP აქტივობებს, 2D ანიმაციის შექმნას და სხვა მრავალფეროვან სამუშაოს.
„ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - Fundacja Windmill Tree გამოაცხადა 10-დღიანი ერასმუსის გაცვლითი პროექტი პოლონეთის ქალაქ ტრჩინსკოში. მოხალისეობრივი პროგრამა მოიცავს 23 თებერვალი - 3 მარტი პერიოდს. ფინანსდება: მგზავრობა, საცხოვრებელი, კვება. მონაწილე უნდა იყოს 18-30 წლის და იცოდეს ინგლისური. დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი განაცხადის ფორმა 26 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ. მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ნინო გოლოშვილს ტელეფონის ნომერზე: 593 45 14 28“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.