საზოგადოება
24.01.2024 13:56
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პრევენციის საკითხებზე, ფხვენისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პრევენციის საკითხებზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში იმსჯელეს.

შეხვედრას საგანმანათლებლო დაწესებულების უფროსკლასელები ესწრებოდნენ. მოსწავლეებს აღნიშნულ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი რუსუდან მარღიშვილი ესაუბრა.

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ნეგატიურ გავლენასა და ნარკოტიკული ნივთიერების მავნებლობასთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან.  აღნიშნული საკითხების შესწავლას მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების საპროგრამო მასალაც ითვალისწინებს,  შესაბამისად, ამ შეხვედრამ საკითხი მოსწავლეებისთვის უფრო ამომწურავი გახადა“, - აცხადებენ ფხვენისის საჯარო სკოლაში.

კვირის ამბები