ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებით კორონავირუსით დაავადებული 2 ადამიანი დახვრიტეს
კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხის გამო ჩრდილოეთ კორეა განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ქვეყნის ლიდერმა ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სასჯელის უმაღლესი ზომა დააწესა. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, თუმცა, ადგილობრივი და უცხოური მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს.
ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს. მას აეკრძალა სპეციალური ნებართვის გარეშე იზოლირებული შენობის დატოვება და გარეთ გასვლა, თუმცა, მას შემდეგ, რაც აკრძალვას არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოში წავიდა, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრიტა მიუსაჯეს და განაჩენი იმავე დღეს მოიყვანეს სისრულეში. ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკის გამო კიდევ ერთი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამის შესახებ კი,International Business Times და ბლოგერი Secret Beijing იუწყება. რაც შეეხება კორეულ მედიას, წერენ, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 19-ია, ხოლო გარდაცვლილია 5 ადამიანი. ოფიციალური ფხენიანი ინფორმაციას არ ადასტურებს. ადგილობრივი გამოცემის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი იანვრის შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
ამ დროისათვის ჩრდილოეთ კორეას დახურული აქვს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრები ჩინეთთან, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება საკარანტინო რეჟიმი 30 დღის განმავლობაში.