საზოგადოება
24.01.2024 13:50
24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა

24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით წელს უკვე მეექვსედ აღინიშნება.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი -  განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა. ამ თარიღის დაწესება კი გლობალური მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.

თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, ასევე, მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.

იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანაბარი, ყოვლისმომცველი და სამართლიანი განათლების გარეშე ქვეყნები ვერ შეძლებენ გენდერული თანასწორობის და სიღარიბის დაძლევას. განათლება - ადამიანის უფლება, საზოგადოებრივი კეთილდღეობა და პასუხისმგებლობაა.

კვირის ამბები