საზოგადოება
24.01.2024 10:20
გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის საიუბილეო საღამო გაიმართება

გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართება.

საიუბილეო საღამო გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში (სამეფოს ქუჩა 5) ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, იუბილეზე მისული სტუმრები ოლია ბრაგვაძის, ციალა საათაშვილის, ეთერ სადაღაშვილის და სოფიო დეკანოიძის ნაქარგებს, სხვა ხელნაკეთ ნივთებს დაათვალიერებენ, შემდეგ კი საიუბილეო საღამო გაიმართება.

„საიუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მწერლები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. გელით ბევრი სიურპრიზი.

გთხოვთ, მობრძანდეთ! ერთად ვაჩუქოთ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი დღესასწაული“, - ნათქვამია საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება 29 იანვარს, 15:00 საათიდან დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები