გორის თეატრი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ხვალ, 24 იანვარს წარმოდგენას უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში გამართავს.
გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები ზესტაფონელ პატარებს სანდრო ელოშვილის რეჟისორულ ნამუშევარს წარუდგენენ.
„საბავშვო ზღაპარი „კონკია“ რომელმაც გორელ და არამარტო გორელ მაყურებელში ძალიან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა, ამჯერად, მიწვევით მიემგზავრება იმერეთში. შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის მიხედვით დადგმულ წარმოდგენას იქაური პატარები 24 იანვარს 16:00 საათზე იხილავენ“, - აცხადებენ თეატრში.