საზოგადოება
23.01.2024 10:55
წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითების და 1-ელი კლასის რიგითების წოდებრივი სარგო გაიზარდა

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმ ბრძანებაშია აღნიშნული, რომელშიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითებისა და 1-ელი კლასის რიგითებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა.

ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანების თანახმად, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითებსა და 1-ელი კლასის რიგითებს წოდებრივი სარგო მიმდინარე წლიდან მოემატათ და იანვრიდან უკვე მიიღებენ გაზრდილ ხელფასს.

კვირის ამბები