საზოგადოება
22.01.2024 13:23
გორის მუნიციპალიტეტის მერია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სოციალურ პროგრამას ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია,  2024 წელს პირველად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სოციალურ პროგრამას ახორციელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სიახლე აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას გულისხმობს.   

დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს.

პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ გორის მერიაში.

რაც შეეხება თანადაფინანსების ოდენობას, 2000 ლარია.

 

კვირის ამბები