საზოგადოება
22.01.2024 10:58
დღეს და ხვალ გორის მუნიციპალიტეტში ნალექია მოსალოდნელი, მომდევნო დღეებში კი ჰაერის ტემპერატურა ღამით -7 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ გორის მუნიციპალიტეტში ნალექია მოსალოდნელია წვიმის და თოვლჭყაპის სახით. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 22 იანვარს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა, 22 საათიდან კი მოსალოდნელია თოვა. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა.

23 იანვარს დღისით ნავარაუდევია +1 გრადუსი, მთელი დღის განმავლობაში ნავარუდევია ღრუბლიანობა და ნალექი.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი 24, 25 და 26 იანვარს, თუმცა, აღნიშნული სამი დღის განმავლობაში, ღამით მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა და ნავარაუდევია 5-7 გრადუსი ყინვა, დღისით კი +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსები დაბალ ტემპერატურას, პერიოდულად ღუბლიანობას და ნალექს მომდევნო დღეების განმავლობაშიც პროგნოზირებენ.

კვირის ამბები