ხვალ, 19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 იანვარი საქართველოში უქმედაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში 17 უქმე დღეა დადგენილი.
უქმე დღეები დადგენილია საერო ან მართლმადიდებლურ დღესასწაულებთან დაკავშირებით.
იანვარში 4 უქმე დღეა გამოცხადებული, მარტში ორი უქმე დღეა, აპრილში - 1, მაისში 7 უქმე დღეა დადგენილი, აგვისტოში, ოქტომბერსა და ნოემბერში კი თითო უქმეა.