საზოგადოება
18.01.2024 13:25
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.  ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა.

ყოველი წლის 19 იანვარს, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს (როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს), მდინარე იორდანე აღმა სვლას იწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ".

ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება (დიდი აიაზმა) და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
19 იანვარი საქართველოში უქმედაა გამოცხადებული.

კვირის ამბები