საზოგადოება
18.01.2024 12:14
აშშ-ის რამდენიმე შტატში უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ რაიონებში უხვმა თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა. უამინდობის გამო შეფერხებულია საავტომობილო გზებზე გადაადგილება, პრობლემები შეიქმნა სარკინიგზო მაგისტრალებსა და აეროპორტებშიც.  უხვთოვლობას თან ერთვის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და ძლიერი ქარიც. უამინდობის გამო ფრენები გადაიდო ჩიკაგოში, აიოვაში, აიდაჰოსა და იუტაში. მიჩიგანის შტატის რამდენიმე რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც 150 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უამინდობის გამო არის მსხვერპლიც. მეტეოროლოგიურად რთულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან გამოსვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

სინოპტიკოსები ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოესი დღეების განმავლობაში კვლავ უხვთოვლიანობას და ქარს პროგნოზირებენ.

კვირის ამბები