საზოგადოება
18.01.2024 12:12
სოციალურად დაუცველი, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები მერიისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ 0-დან - 150 000-მდე სოციალური ქულა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად შემწეობის სახით 500 ლარი გადასცემს.

შეგახსენებთ, 2023 წელს 0-დან – 70 000-მდე სოციალური ქულის მფლობელი მარტოხელა მშობლები ადგილობრივი თვითმმართველობისგან შემწეობის სახით 500 ლარს იღებდნენ, ის ბენეფიციარები კი, ვისაც 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული - 300 ლარს.

200 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას იღებდნენ 100 000-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც.

ზემოხსენებული დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს. მოქალაქეებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

კვირის ამბები