საზოგადოება
18.01.2024 12:06
გორის №11 საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის პოზიციაზე ვაკანსიაა

სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს საექთნო საქმის ბაკალავრის, საშუალო სპეციალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი (პრაქტიკოსი ექთანი) და ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება პედიატრიაში.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 500-550 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 20 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.

სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ელი თებერვალია მითითებული.

კვირის ამბები