ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ „რაშს“ დაუპირისპირდა.
მატჩი გორელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 82:71 დასრულდა.
ტურნირის ფარგლებში „ივერიონმა“, ჯამში, სამი შეხვედრა ჩაატარა. ადგილობრივი გუნდი პირველ შეხვედრაში საკალათბურთო კლუბ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და 76:97 დამარცხდა.
რაც შეეხება მეორე თამაშს, „ივერიონი“ „თსუს“ შეხვდა და ანგარიშით 72:90 დამარცხდა.
შეხვედრები თბილისი არენაზე ჩატარდა.
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი 20 იანვარს დასრულდება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს