საზოგადოება
28.02.2020 12:14
გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი გაგრძელდება

მშობლების თხოვნის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში, თავისუფალი დასწრების რეჟიმი 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოში, კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენამდე მოვიდა მშობლების თხოვნა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი შენარჩუნებულიყო. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მოქმედი რეჟიმი კიდევ სამი კვირით შეგვენარჩუნებინა. აღნიშნულ პერიოდში, მშობლის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული ატარებს თუ არა ბაგა-გაღში ბავშვს და გაცდენის შემთხვევაში, ბუნებრივია ჯანმრთელობის ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოუწევს“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.

კვირის ამბები