ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, კონკურსი - „მემკვიდრეობის ტურიზმი: წარსულის გახსენება და მომავლის ფორმირება“ ცხადდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ.
„კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს. ერთი ნაშრომის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ 2 ადამიანს.
ნამუშევრის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 2 გვერდი და გადმოიგზავნოს Word-ის ფაილით.
მონაწილეთა და გამარჯვებულ მოსწავლეთა პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU).
კონკურსის ბოლოს, სხვადასხვა ნომინაციაში, 12 გამარჯვებული გამოვლინდება.
დაჯილდოების ღონისძიებაზე კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და ნაშრომების გაგზავნა 9 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ ელ-ფოსტაზე: n. kekelidze@ seu. edu. ge
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა მეილის სათაურის ველში მიეთითოს: „კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის“.