ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტში სავარჯიშო მოწყობილობები 8 ლოკაციაზე დამონტაჟდა.
პროექტების მიხედვით, შესაბამისი სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ერთ ობიექტზე - სტალინის გამზირის (№5-ის მიმდებარედ) განხორციელდა.
რაც შეეხება სოფლებს, სავარჯიშო მოწყობილობები კარალეთში, ოთარშენში, ვარიანის მეურნეობაში, ზერტში, კარბში, ხიდისთავსა და დიდ და პატარა გარეჯვარში დამონტაჟდა.