სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტს 15 მოედანი შეემატა.
2023 წელს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქალაქის მასშტაბით შემდეგ ლოკაციებზე - ნადირაძის ქუჩა, გვერდწითელის და ნადირაძის ქუჩების მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე, სამების და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ მოეწყო.
რაც შეეხება სოფლებს, შესაბამისი სამუშაოები კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საქაშეთში, ხურვალეთში, ზერტში, კარბში, ბროწლეთში, ვარიანში, უფლისციხეში, ქვემო ხვითში, ძევერასა და ქვემო ნიქოზში განხორციელდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ თანამშრომლობით, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კალათბურთის შვიდ მოედანს. ჩინეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტის (500 000 იუანი) მეშვეობით კი ორი სპორტული მოედანი მერეთსა და ქვემო არცევშიც მოეწყობა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება