19 იანვარს გორი ჭადრაკში შიდა ქართლის ბლიც ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის მოთამაშეებს შეუძლიათ.
ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა სატურნირო შენატანის გადარიცხვის დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე: cialaqasoshvili @ gmail . com უნდა გადააგზავნონ. დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა 18 იანვრის 18:00 საათია.
რაც შეეხება პრიზიორებს, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცემათ.
ტურნირი შიდა ქართლის რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს