პირებს, რომლებსაც საკუთარი საპენსიო აქტივები დაბალ, საშუალო ან მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელში არ გადაუნაწილებიათ, დანაზოგი კვლავ ნაკლებადრისკიან (კონსერვატიულ) საინვესტიციო პორტფელში დაუბრუნდებათ.
როგორც საპენსიო სააგენტოში აღნიშნავენ, დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეებს, 3 იანვრიდან საშუალება ისევ მიეცათ, თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი.
ცნობისთვის, საინვესტიციო პორტფელის შეცვლა და ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.