ტურიზმი
15.01.2024 14:33
2023 წელს გორის მუნიციპალიტეტს 371 563 ვიზიტორი ეწვია - ტურიზმის განყოფილება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ 2023 წელს მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა შემაჯამებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 4 იანვრამდე გორის მუნიციპალიტეტს 371 563 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 284 235 უცხოელია.

გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ივნისში ჰყავდა.

„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, იანვარში - 10 967, თებერვალში - 7 876, მარტში - 17 761, აპრილში - 26 016, მაისში - 40 349, ივნისში - 54 936, ივლისში - 47 940, აგვისტოში - 45 081, სექტემბერში - 45 675, ოქტომბერში - 41 235, ნოემბერში - 20 533, ხოლო დეკემბერში 13 194 ვიზიტორი ეწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის განყოფილება ავრცელებს.

 

კვირის ამბები