საზოგადოება
15.01.2024 13:13
გორში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

გორში ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. ჰერალდიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ქვეყანაში, 14 იანვარი საზეიმოდ - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშის გადმოფენის ცერემონიებით აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირტებით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საქართველოს დროშები გამოიფინა.

დროშები განთავსდა ქალაქის ქუჩებში, ადმინისტრაციულ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე და საცხოვრებელი კორპუსების აივნებზე.

საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას, დაახლოებით, შვიდასწლიანი ისტორია აქვს. შუა საუკუნეებში შედგენილ ევროპულ რუკებზე, საქართველოს სწორედ ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.

კვირის ამბები