გორში ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო“ ჩატარდა. ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრში სამ-სამი სტუდენტით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ინტელექტუალური თამაში სამი ეტაპისგან შედგებოდა - ლიტერატურული რაუნდი, ზოგადი რაუნდი და ბლიცი.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, ლიზი ბალახაშვილმა, ზურა მაჭარაშვილმა და ნია შატაკიშვილმა შეჯიბრი პირველი ადგილით დაასრულეს. მეორეზე კი - ქეთევან ტერმაკოზაშვილი, ერეკლე ტაბატაძე და ნატა ბიჩენოვი გავიდნენ.
გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.