სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება მიიღონ.
უწყება დაინტერესებული პირების განაცხადების მიღებას 5 თებერვლის 12 :00 საათზე დაიწყებს.
„მეცხოველე ფერმერებისთვის, იქმნება ბიზნესის გაფართოების და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია.
პროგრამის მიზნობრიობები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: რძის პირველადი წარმოება; ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება; ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით); რძის შემგროვებელი პუნქტი; რძის გადამამუშავებელი საწარმო და რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.