საზოგადოება
12.01.2024 12:48
2023 წელს წყალმომარაგების სისტემები გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს წყალმომარაგების სისტემა შვიდ სოფელში - ტყვიავში, ახალსოფელში, ყელქცეულში, პატარა მეჯვრისხევში, ვარიანის მეურნეობაში, ხურვალეთსა და საქაშეთში მოეწყო.

განხორციელებული პროექტების შედეგად, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 3265-მდე ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია სასმელი წყლით.

რაც შეეხება სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებს, მერიის ინფორმაციით წყალმომარაგების სისტემების მოწყობის პროექტები, ასევე, დაგეგმილია პატარა გარეჯვარში, დიდ გარეჯვარსა და კარალეთში.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ლოკაციაზე სასმელ წყალს ჯამში 8 000 ბენეფიციარი მიიღებს.
კვირის ამბები