საქართველოში ახალ წელს ორჯერ - 1-ელ და 14 იანვარს აღნიშნავენ. საქართველოს გარდა, ახალი წლის ორჯერ აღნიშვნის ტრადიცია კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია დამკვიდრებული.
რაც შეეხება ახალი წლის ორჯერ აღნიშვნის ტრადიციას, აღნიშნული უკავშირდება ორ კალენდარულ სისტემას - იულიუსის და გრიგორიანულს.
ძველით ახალ წელს, 14 იანვარს აღნიშნავენ უკრაინაში, ბელორუსიაში, სერბეთში, საბერძნეთში, რუმინეთში, მაკედონიაში, უელსსა და შვეიცარიის როგიერთ რეგიონში.
უკრაინასა და ბელორუსიაში, საქართველოს მსგავსად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ზეიმობს 14 იანვარს და საკმაოდ უხვ სუფრას შლის.
სერბეთში 14 იანვარს სერბულ ახალ წელს უწოდებენ და მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავს ამ დღეს.
საბერძნეთში ამ დღეს წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ და მოსახლეობის ნაწილი ისევე ზეიმობს, როგორც 1-ელ იანვარს.
რუმინეთში სპეციალური ღვეზელები ცხვება 14 იანვარს.
მაკედონიაში 14 იანვარი საკმაოდ მასშტაბურად აღინიშნება ,,ძველი ახალი წლის“ სახელით.
ძველით ახალ წელს აღნიშნავეს უელსში და ასევე შვეიცარიის ზეგიერთ გერმანულენოვან ოლქში, სადაც ამ დღეს წმინდა სილვესტერის დღე ეწოდება.