სამართალი
12.01.2024 11:51
სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეა

კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

,,თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კვირის ამბები