საზოგადოება
27.02.2020 14:33
მუნიციპალურ ტრანსპორტს სავარაუდოდ ახალი ა(ა)იპ-ი დაარეგულირებს - კონსტანტინე თავზარაშვილი

გორის მუნიციპალიტეტში, ახლო მომავალში ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულაციას განახორციელებს, აღნიშნულის შესახებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტს, ახლო მომავალში, 30 ერთეული ავტობუსი გადაეცემა მფლობელობაში, რაც, საწყის ეტაპზე, მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

„ვფიქრობთ, რომ შევქმნით ახალ ა(ა)იპ-ს, რომელსაც ტრანსპორტის რეგულაცია დაევალება.  ამავდროულად, ველოდებით კანონპროექტის მიღებას მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულირების შესახებ, რომელიც კანონიერ უფლებას მოგვცემს, თავად განვკარგოთ ტრანსპორტი. უკბვე მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, სადაც განთვასდება ავტობუსები. ბუნებრივია, 30  ავტობუსი მთლიანად მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის თვალსაზრისით არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, დადგება თუ არა გაფართოების საჭიროება“, - განაცხადას კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერმა მგზავრობის სავარაუდო ღირებულება არ დააკონკრეტა, თუმცა, აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების საფასური არსებულ ტარიფზე ნაკლები იქნება.

კვირის ამბები