გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტს 39 კმ რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატა
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტში 39 კილომეტრამდე გზის მოწყობა/რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტების მიხედვით შესაბამისი სამუშაოები ქალაქის მასშტაბით 16 ქუჩაზე და 24 სოფელში შესრულდა.
„ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში რეაბილიტირებული გზის ფართობი 198 430 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გზის კეთილმოწყობასთან ერთად, გაკეთდა სანიაღვრე არხებიც, რომელთა სიგრძე, ჯამში 24 219 მეტრს შეადგენს“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.